გასქროლე სფეისის
ვიზა ბარათით და დაიბრუნე 30%

  • 19 ივნისიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, გადაიხადე სფეისის ვიზა ბარათით სქროლით მგზავრობისას და მიიღე 30% ქეშბექი
  • თითო გადახდილ ლარზე დააგროვე 100 ვარკსვლავი სფეის თამაშში და მოიგე 150 ლარამდე ყოველ პარასკევს
გადმოწერე სფეისი
გადმოწერე Bird

როგორ გავსქროლო და დავიბრუნო 30%?

  • გადმოწერე სქროლის საერთაშორისო პარტნიორის აპლიკაცია BIRD შენს ტელეფონში
  • აპლიკაციის რუკაზე მოძებნე უახლოესი სქროლი და მიდი მასთან
  • ამასობაში, BIRD-ის აპლიკაციაში, გადახდების გვერდზე მიაბი სფეისის ვიზა ბარათი ან თუ Apple Pay-ში უკვე დამატებული გაქვს სფეის ბარათი, შეგიძლია Apple Pay-ითაც გადაიხადო.
  • შერჩეული სკუტერის გააქტიურებისთვის აპლიკაციის კამერას დაანახე სკუტერზე მიკრული QR კოდი, დააჭირე Unlock-ს და გასქროლე საითაც გინდა.
  • მგზავრობის ღირებულების სფეისის ვიზა ბარათით გადახდისას, თანხის 30% იმ წამსვე უკან დაგიბრუნდება.
  • მგზავრობაში გადახდილ თითო ლარზე დაგერიცხება 100 ვარსკვლავი და ყოველ პარასკევს შეიძლება 150 ლარამდე მოიგო სფეის თამაშში.

* ქეშბექს აქვს  მაქსიმალური ლიმიტი - თვეში 100 ლარი. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში, თუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევს, ამავე თვეში გადახდილ თანხაზე მეტი ფული უკან აღარ დაგიბრუნდება.

* თუ შენს მიერ შესრულებული გადახდა რაიმე მიზეზით გაუქმდება, შენთვის დარიცხული ქეშბექი და შესაბამისი რაოდენობის ვარსკვლავები უკან დაგვიბრუნდება.

როგორ უნდა ვიმგზავრო სქროლით?

  • დარწმუნდი რომ სქროლი გააქტიურებულია
  • დადექი სკუტერზე და ცალი ფეხით,  ინერციით გააგორე
  • დააჭირე აჩქარების ღილაკს საჭის მარჯვენა მხარეს
  • სქროლვისას ორივე ფეხი დადგი დაფაზე
  • შესაჩერებლად გამოიყენე საჭის ორივე მხარეს არსებული მუხრუჭი

რა  უნდა გავითვალისწინო სქროლვისას?

  • გასასქროლად მინიმუმ 18 წლის უნდა იყო
  • გასქროლე ველობილიკზე, სამანქანო გზის მარჯვენა მხარეს და ტროტუარზე, ისე რომ ქვეითების გადაადგილებას ხელი არ შეუშალო.
  • ატარე აუცილებლად მარტომ და გირჩევ, გაიკეთო ჩაფხუტი
  • დაემორჩილე საგზაო მოძრაობის წესებსა და ნიშნებს
  • თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, მიწა, ქვები და ქვაფენილი
  • არ ატარო ცალი ხელით, ნუ გაიკეთებ ყურსასმენებს და განსაკუთრებით ფრთხილად იყავი გზაჯვარედინებზე.
  • აუცილებელი არაა სკუტერი იქ დატოვო საიდანაც დაიწყე მგზავრობა. უბრალოდ იყავი პასუხისმგებლიანი სქროლის გაჩერებისას: არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, შშმ პირების გასასვლელები და სახანძრო ჰიდრანტები

გადმოწერე სფეისი, გასქროლე სფეისის ვიზა ბარათით და დაიბრუნე 30%

© 2019. ყველა უფლება დაცულია.